პროექტის სახელწოდება: ,,ჩვენი ენა ქართული’’.
პროექტის ავტორი: მედეა გოგოლაძე
პროექტის მიზანი:ენათმეცნიერული გამოკვლევების,ქართველი და უცხოელი ენათმეცნიერების
შეხედულებების ,ქართველ პოეტთა მხატვრული შედევრების გამოყენებით ლიტერატურული მონტაჟის
ტექსტში V-X კლასის მოსწავლეთა ფართო მონაწილეობა,ქართული ენის თავგადასავლის მოსწავლეთათვის გასაგები და მისაწვდომი ენით გადაცემა,ქართული
ენის გრამატიკული ნორმების დაცვის აუცილებლობის ხაზგასმა,ქართველი ხალხის თავგამოდებული ბრძოლა
გადასარჩენად.
პროექტის
შედეგი:ქართული
ენის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გაცნობა,ქართული ენისადმი
მიძღვნილი ქართველ
მწერალთა შემოქმდებითი ნიმუშების გაცნობა,მოსწავლეებზე იდეურ-ესთეტიკურიზემოქმედების მოხდენა.
პროექტის ჩატარების დრო:
2012 წლის 14 აპრილი.
პროექტის აღწერილობა:
პროექტში წარმოდგენილი იქნება ქართული
ენის თავგადასავალი ეტაპების მიხედვით,მისი წარმომავლობის ისტორია,
ქართველი ხალხის
ბრძოლა მის
გადასარჩენად. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება 1978 წლის მოვლენებზე.
პროექტის მნიშვნელობა
და აქტუალობა:
ეს პროექტი მნიშვნელოვანია
იმით,რომ ბავშვები კარგად გაიგებენ ქათული ენის განვითარების ისტორიას, მის როლს ქართველი
ხალხის ეთნიკურად შეკავშირების საქმეში,ქართული ენის სიწმინდის დაცვას, ბრძოლას მოძალებული
კალკების წინააღმდეგ და ა.შ.
მონაწილეთა ასაკი:15–16
წლის მოსწავლეები.
პროექტისათვის საჭირო
ძირითადი რესურსები:
ენციკლოპედია, ზ.ჭუმბურიძე,,ქართული
ენის თავგადასავალი’’,ქართველ მწერალთა პოეტური შედევრები,ინნტერნეტი.
პროექტის მსვლელობა:
ნაბიჯი 1:მოსწავლეები გაეცნობიან პროექტის თემას,შეეცდებიან
მოძებნონ ქართულიენის
ისტორიისა და მისი სიწმინდის საკითხებზე სათანადო მასალა და დააწყონ ის ქრონოლოგიური
თანამიმდევრობით.
ნაბიჯი 2 მოძიებული მასალის მიხედვით როლების გადანაწილება საპრეზენტაციოდ.
ნაბიჯი 3:ნამუშევრის პეზენტაცია.
ნაბიჯი 4:პროექტის შეჯამება შეფასება.
No comments:
Post a Comment