Tuesday, March 13, 2012


პროექტის   სახელწოდება: ,,ჩვენი ენა ქართული’’.
            პროექტის  ავტორი: მედეა გოგოლაძე    
პროექტის მიზანი:ენათმეცნიერული გამოკვლევების,ქართველი და უცხოელი ენათმეცნიერების შეხედულებების ,ქართველ პოეტთა მხატვრული შედევრების გამოყენებით ლიტერატურული მონტაჟის ტექსტში V-X  კლასის მოსწავლეთა ფართო მონაწილეობა,ქართული ენის თავგადასავლის  მოსწავლეთათვის გასაგები და მისაწვდომი ენით გადაცემა,ქართული ენის გრამატიკული ნორმების დაცვის აუცილებლობის ხაზგასმა,ქართველი ხალხის თავგამოდებული   ბრძოლა  გადასარჩენად.
   პროექტის შედეგი:ქართული ენის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გაცნობა,ქართული ენისადმი მიძღვნილი ქართველ მწერალთა შემოქმდებითი ნიმუშების გაცნობა,მოსწავლეებზე იდეურ-ესთეტიკურიზემოქმედების მოხდენა.
  პროექტის  ჩატარების დრო: 2012 წლის  14 აპრილი.
პროექტის აღწერილობა:
          პროექტში წარმოდგენილი იქნება ქართული ენის თავგადასავალი ეტაპების მიხედვით,მისი წარმომავლობის ისტორია, ქართველი ხალხის ბრძოლა მის გადასარჩენად. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება   1978 წლის მოვლენებზე.
პროექტის მნიშვნელობა და აქტუალობა:
ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმით,რომ ბავშვები კარგად გაიგებენ ქათული ენის განვითარების ისტორიას, მის როლს ქართველი ხალხის ეთნიკურად შეკავშირების საქმეში,ქართული ენის სიწმინდის დაცვას, ბრძოლას მოძალებული კალკების წინააღმდეგ და ა.შ.
მონაწილეთა ასაკი:15–16 წლის მოსწავლეები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ენციკლოპედია, ზ.ჭუმბურიძე,,ქართული ენის თავგადასავალი’’,ქართველ მწერალთა პოეტური შედევრები,ინნტერნეტი.
პროექტის მსვლელობა:
ნაბიჯი 1:მოსწავლეები გაეცნობიან პროექტის თემას,შეეცდებიან
მოძებნონ ქართულიენის ისტორიისა და მისი სიწმინდის საკითხებზე სათანადო მასალა და დააწყონ ის ქრონოლოგიური თანამიმდევრობით.
ნაბიჯი 2 მოძიებული მასალის მიხედვით როლების გადანაწილება საპრეზენტაციოდ.
ნაბიჯი 3:ნამუშევრის პეზენტაცია.
ნაბიჯი 4:პროექტის შეჯამება შეფასება.